ბელგიის ნაკრებმა ვერც მეორე მატჩი მოიგო.
მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის მე-2 ტურში ბელგიის ნაკრებმა ირანს ვერაფერი მოუხერხა და უგოლო ფრე (0:0) ითამაშა.
მატჩის გმირად ალირეზა ბეირანვანდი მოგვევლინა, რომელმაც 7 სეივი შეასრულა და ბელგიელებს გოლის გატანის საშუალება არაფრით არ მისცა.
66-ე წუთზე ბელგიელთა მცველი ნგოი უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, თუმცა ბელგიამ 10 კაცითაც მოახერხა და დომინირებდა, გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
საბოლოოდ, ევროპელებმა ზედიზედ მეორე ფრე ითამაშეს, პირველ ტურში მათ ეგვიპტეს ვერ მოუგეს (1:1) და შედეგად, ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვთ.
ბოლო ტურში პლეი-ოფში ადგილის მოპოვებას ბელგიის ნაკრები ახალ ზელანდისთან მატჩში შეეცდება.
ჯერჯერობით, ამ ჯგუფში გამართული სამივე მატჩიდან სამივე ფრედ დასრულდა, მოგვიანებით ერთმანეთს ეგვიპტე და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან და მათ შორის რომელიმე გამარჯვებით ჯგუფის სათავეში მოქცევას შეეცდება.
აქამდე, გოლის გარეშე მხოლოდ ესპანეთი - კაპო ვერდეს და ეკვადორი - კურასაოს მატჩები იყო დასრულებული, ეს კი მესამე უგოლო ფრეა მიმდინარე მუნდიალზე.