მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა ჯუდ ბელინგემის სირბილის მანერა ავტომობილის მოძრაობას შეადარა.
„გინახავთ, როგორ დარბის? ეს უბრალოდ მშვენიერია. როდესაც ჯუდ ბელინგემი დარბის, ეს ულამაზესი სანახაობაა. როდესაც მე დავრბოდი, ვოლვოს ვგავდი - ეს იყო საშინელი წვალება, უბრალოდ საშინელება.
ჯუდი კი ასტონ მარტინს მოგაგონებთ“, – განაცხადა ნევილმა.
მიმდინარე მუნდიალზე ინგლისის ნაკრებმა ერთადერთი მატჩი ჩაატარა, როცა ხორვატიას 4:2 მოუგო. დუბლით ჰარი კეინი გამოირჩა, თითო გოლი კი ბელინგემმა და რაშფორდმა გაიტანეს.