ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ (LMA) და პრემიერ ლიგამ 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად არნე სლოტი დაასახელა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლივერპულისთვის ინდივიდუალური ჯილდოების ტრებლი შეკრა, მას შემდეგ რაც მოჰამედ სალაჰი სეზონის მოთამაშე გახდა, ხოლო რაიან გრავენბერხმა სეზონის ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მიიღო.
მხოლოდ მესამედ დაფიქსირდა, როცა პრემიერ ლიგის ერთ კლუბში სამივე ინდივიდუალური ჯილდო წავიდა.
წინა ორი შემთხვევა მანჩესტერ სიტის ეკუთვნის - 2020/21 წლებში ჯილდოები რუბენ დიაშმა (სეზონის მოთამაშე), პეპ გვარდიოლამ (სეზონის მწვრთნელი) და ფილ ფოდენმა (სეზონის ახალგაზრდა მოთამაშე) მიიღეს.
2023/23 წლებში კი ერლინგ ჰალანდი (სეზონის მოთამაშე და ახალგაზრდა მოთამაშე) და პეპ გვარდიოლა (სეზონის მწვრთნელი) დასახელდნენ საუკეთესოებად.
არნე სლოტის კონკურენტები აღნიშნულ ჯილდოზე ტომას ფრანკი, ედი ჰაუ, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ და ვიტორ პერეირა იყვნენ.