• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მესი იმსახურებს მეცხრე ოქროს ბურთს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მესი იმსახურებს მეცხრე ოქროს ბურთს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

როდესაც ინგლისთან ნახევარფინალის 92-ე წუთზე ნიკო ო’რაილიმ და ჯედ სპენსმა ლეო მესი მისთვის არასამუშაო, მარჯვენა ფეხზე შეაჩერეს, ინგლისელმა გულშემატკივრებმა ერთხმად შეიკავეს სუნთქვა.


არგენტინის ნაკრების კაპიტანს იდეალური პასი უნდა გაეკეთებინა, რათა ბურთი საჯარიმოში ერთადერთ რეალურ სამიზნემდე - ლაუტარო მარტინესამდე მიეტანა. და როგორც ვიცით, მესის შეუძლია იდეალურობა წამში შექმნას.

მისი ჩაწოდება ზუსტად მარტინესის შუბლს შეეგება, ბურთი ჯორდან პიკფორდის ბადეში აღმოჩნდა და არგენტინამ 2-1 მოიგო. მატჩის შემდეგ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი მარტინესის ნაცვლად მესისკენ გაიქცნენ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა ღვთაებრივი სტატუსი აქვს 39 წლის ლეგენდას, რომელმაც სამშობლო მუნდიალის ფინალში კიდევ ერთხელ გაიყვანა.

მან ინგლისის დაცვა მატჩის ბოლო 30 წუთში უბრალოდ გაანადგურა. თომას ტუხელის ჩაკეტილმა ტაქტიკამ მას ხელები გაუხსნა და მესიმ ეს შანსი იდეალურად გამოიყენა. სწორედ ამიტომ, წელს მეცხრე ოქროს ბურთის მოგება სრულიად რეალურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის მიმდინარე გაფართოებული მუნდიალის ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

ფინალში ესპანეთისა და მისი ბარსელონელი „მემკვიდრის“, ლამინ იამალის წინააღმდეგ კიდევ ერთი დიდი მატჩი ამ ჯილდოს პრაქტიკულად გაანაღდებს. არგენტინა ამ შეხვედრას აუტსაიდერის სტატუსით ხვდება, თუმცა თუ ესპანელები მათ მცირე სივრცეს მაინც მისცემენ, მესის დაუოკებელი ჟინი ტიტულს არავის დაუთმობს.


უნაკლო ხასიათი და რისკის სიყვარული


ნახევარფინალამდე არგენტინა ამერიკულ მუნდიალზე შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდა. მათ მარტივი ჯგუფი კი გაიარეს, თუმცა პლეი-ოფში კაბო ვერდესთან, ეგვიპტესთან და შვეიცარიასთან ბრძოლა ძალიან გაუჭირდათ. კატარის 2022 წლის ტრიუმფატორი გუნდიდან ამჯერად 9 ფეხბურთელი აკლიათ, მათ შორის მესის მარჯვენა ხელი, ახლახან წასული ანხელ დი მარია. მათ აკლიათ სისწრაფე ფლანგებზე, თუმცა არგენტინას აქვს ის, რაც სხვას არავის - გატეხვის შეუძლებელი ხასიათი. ისინი მაშინ თამაშობენ საუკეთესოდ, როცა ყველაზე მეტად უჭირთ.

მესი ამ ტურნირზე ყველაზე მეტს ფეხით დადის და ხშირად ჩვეულებრივ მოკვდავს ჰგავს, თუმცა მას ყოველთვის აქვს დამალული გადაცემა, რომლის ჩართვაც ნებისმიერ წამს შეუძლია. ინგლისთან მან ორი საგოლე პასი მიითვალა და 9 დრიბლინგი შეასრულა, რაც მუნდიალის პლეი-ოფის ისტორიაში მანამდე არავის გაუკეთებია. ის ამჟამად 8 გოლით ბომბარდირთა სიას ლიდერობს და 4 ასისტით მხოლოდ მიქაელ ოლიზეს ჩამორჩება.

იგი მზად არის კარიერაში მესამედ გახდეს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მის ყოველ მოქმედებაში უდიდესი აზრი დევს. იქ, სადაც სხვა ფეხბურთელი მარტივ პასს აირჩევდა, მესი ყოველთვის ამწვავებს და რისკავს.


„მინდა უბრალოდ სიამოვნება მივიღო“


ერთი წელია ამისთვის ვემზადები და ვიცოდი, რომ საუკეთესო ფორმაში ვიქნებოდი. ახლა უბრალოდ სიამოვნების მიღება მინდა. არ ვსაუბრობ იმაზე, არის თუ არა ეს ჩემი ბოლო მუნდიალი. ჩვენ შევძელით თამაშის ძირითად დროში მოგება, ვაჩვენეთ ხასიათი და ძალიან ვისიამოვნეთ


კატარში მესი თასის მოგების იდეით შეპყრობილი იყო, რის გამოც წნეხი უდიდესი გახლდათ. ახლა კი, როდესაც ეს ტვირთი მოხსნილია, ის გაცილებით ლაღად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ პლეი-ოფში უკვე 420 წუთი ჩაატარა, დაღლილობის ნიშნები საერთოდ არ ეტყობა. ფინალის მეტოქე ესპანეთს კი ის ძალიან კარგად იცნობს: „მათი ფილოსოფია ვიცი, ბევრ მათგანს ბარსელონადანაც ვიცნობ. განსაკუთრებული ფინალი იქნება“.

ესპანეთთან ლამინ იამალის შანსები ოქროს ბურთზე მცირეა. თუ ის ფინალში საოცრებებს არ ჩაიდენს, ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში ჰარი კეინს ვერ დაემუქრება, რომელმაც მიუნხენის ბაიერნში 61 გოლით ფენომენალური სეზონი ჩაატარა. თუმცა, თუ არგენტინა ჩემპიონი გახდება, მესის ოქროს ბურთის მოგების გაცილებით დიდი შანსი ექნება, ვიდრე ინგლისის ნაკრების კაპიტანს, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრები ჩააგდო.


ამერიკული მაგია ინტერ მაიამიში


ბევრს ავიწყდება, რომ მესი არგენტინის ნაკრების გარდა ინტერ მაიამიშიც საოცრებებს ახდენს. დევიდ ბექჰემის კლუბს მან ისტორიაში პირველი MLS-ის თასი მოაგებინა და პლეი-ოფის რეკორდი დაამყარა - 13 საგოლე მოქმედება 6 მატჩში. მიმდინარე 2026 წლის სეზონი მან ასევე იდეალურად დაიწყო და ტურნირის პაუზამდე 15 შეხვედრაში 20 საგოლე მოქმედება მიითვალა.

რა თქმა უნდა, ამერიკული ლიგა ევროპულ ტოპ-ჩემპიონატებს ვერ შეედრება, თუმცა მესის სტატისტიკა და მუნდიალზე ახალი თაობის ვარსკვლავების დაჩრდილვა ჟურნალისტთა იმ ჟიურის გულს აუცილებლად მოიგებს, რომელიც ოქროს ბურთის ბედს წყვეტს.

მთელი არგენტინის ნაკრები მის გარშემოა გაერთიანებული. ჯულიანო სიმეონემ ინგლისთან მატჩის შემდეგ ცრემლები ძლივს შეიკავა:


მესი 39 წლისაა და ყველაფერი მოგებული აქვს, მაგრამ მაინც საუკეთესოა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, ბოლომდე გავიქცეთ მისთვის და არგენტინისთვის


დაწერილია ახალი საგულშემატკივრო სიმღერაც, სადაც მეოთხე ვარსკვლავის მოპოვებაზე და ლეოს ბოლო აკორდზე მღერიან. მესიმ ფეხბურთის საზღვრები იმდენჯერ გადაწერა, რომ ის უკვე გასცდა სპორტს. სწორედ ამიტომ, კვირის ფინალის შედეგის მიუხედავად, ის მეცხრე ოქროს ბურთს მაინც სრულად იმსახურებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2026
argentina
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

UNICEF: ,,დიახ, ის ფოტოები, რომლებიც ნახეთ, ნამდვილია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

UNICEF: ,,დიახ, ის ფოტოები, რომლებიც ნახეთ, ნამდვილია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

France Football-მა მესის გზა გაუხსნა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

France Football-მა მესის გზა გაუხსნა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლაპორტა: "ფინალს ესპანეთი მოიგებს"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლაპორტა: "ფინალს ესპანეთი მოიგებს"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„გადაგვარჩინე რონალდოს ფანები“ - სპიდის თხოვნა იამალს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

 „გადაგვარჩინე რონალდოს ფანები“ - სპიდის თხოვნა იამალს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

42 წთ წინ

UNICEF: ,,დიახ, ის ფოტოები, რომლებიც ნახეთ, ნამდვილია"

News image

22 წთ წინ

France Football-მა მესის გზა გაუხსნა

News image

8 წთ წინ

ლაპორტა: "ფინალს ესპანეთი მოიგებს"

News image

6 წთ წინ

„გადაგვარჩინე რონალდოს ფანები“ - სპიდის თხოვნა იამალს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

J

ჯუანშერ ნანეიშვილი

Ki