ლიონელ მესი MLS-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
არგენტინელმა ვარსკვლავმა ოქტომბერში ჩატარებულ 4 მატჩში 10 საგოლე მოქმედება შეასრულა - 5 გოლი და 5 ასისტი.
მესიმ წლევანდელ MLS-ში თვის ფეხბურთელის ჯილდო მესამედ მიიღო - მაისში, ივლისსა და ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ჯამში ამერიკულ კარიერაში თვის ფეხბურთელად უკვე 5-ჯერ დაასახელეს, რაც რეკორდსმენ კრის ვონდოვოლსკის შედეგზე 2-ით ნაკლებია.
საერთოდ, მიმდინარე MLS-ის განვლილ 28 ტურში მესის 48 საგოლე მოქმედება აქვს - 29 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. დიდი შანსია, 2025 წლის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელონ და თუ ასე მოხდება, MLS-ის ისტორიაში გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელიც ლენდონ დონოვანის სახელობის ჯილდოს ზედიზედ ორ სეზონში მოიგებს.
MLS-ში ოქტომბრის საუკეთესოები ადრეულად გამოავლინეს, რადგან რეგულარული სეზონი დასრულდა და გუნდები პლეი-ოფის სტადიაზე გადადიან. მესის ინტერ მაიამი, 1/8 ფინალში, 25 ოქტომბრის გამთენიისას ნეშვილს უმასპინძლებს.