მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა იორდანიას დაუპირისპირდა.
ლიონელ სკალონიმ ამ მატჩისთვის როტაციას მიმართა და მათ შორის ლიონელ მესიც დაასვენა.
ალბისელესტემ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და მე-19 წუთზე ჯოვანი ლო სელსომ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
55-ე წუთზე მუსა ალ ტამარიმ ერთი ბურთი გაქვითვა შეძლო და მსოფლიო ჩემპიონებთან თავი გამოიჩინა.
მე-60 წუთზე თამაშში ლეო მესიც ჩაერთო და მე-80 წუთზე თავისი გოლიც გაიტანა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ასევე საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა თავი და ამ მუნდიალზე მე-6 გოლი გაიტანა.
ჯამში კი მესის მუნდიალებზე უკვე 19 გოლი დაუგროვდა და მიროსლავ კლოზესთან (16 გოლი) სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამასთან ლეო გახდა პირველი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 7 მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მან ჟაირზინიოსა (1970, 6 მატჩი) და ჟუს ფონტენის (1958, 6 მატჩი) რეკორდი მოხსნა.
ამ მოგებით არგენტინამ ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1/16 ფინალშ კაბო ვერდეს შეხვდება.
პარალელურად კი ალჟირისა და ავსტრიის მატჩი 3-3 მორჩა და ჯგუფიდან 4-4 ქულით ორივე გავიდა.