კაბო-ვერდეს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია დაწერა და გახდა ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომელმაც მუნდიალის პლეი-ოფში გასვლა მოახერხა.
ჯგუფურ ეტაპზე დაუმარცხებლად ასპარეზობის შემდეგ, ატლანტის ოკეანის კუნძულების წარმომადგენლები 1/16 ფინალში მოქმედ ჩემპიონ არგენტინასა და ლიონელ მესის შეხვდებიან.
ისტორიული საგზური კაბო-ვერდემ საუდის არაბეთთან ფრის (0:0) შემდეგ გაიფორმა. მატჩის დასრულებისთანავე ფეხბურთელები მოედანზევე მობილური ტელეფონის გარშემო შეიკრიბნენ, რათა ესპანეთისა და ურუგვაის შეხვედრის დასასრულისთვის ეყურებინათ, ესპანელთა მოგებამ კაბო-ვერდეს ჯგუფში მეორე ადგილი დაუდასტურა. აღსანიშნავია, რომ ამ პატარა ქვეყანამ ჯგუფში ესპანეთთან (0:0) და ურუგვაისთანაც (2:2) შეძლო ქულების აღება.
გუნდის 40 წლის ვეტერანმა მეკარემ და კაპიტანმა, ვოზინიამ, მომავალ მატჩზე ისაუბრა:
ჩვენ შორის ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ოცნებაა არგენტინისა და ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაში. ჩვენ პატარა ქვეყნიდან ვართ, მაგრამ კონკურენცია ვიცით. შეიძლება ბევრს ეგონა, რომ მუნდიალზე თამაშსაც ვერ მოვიგებდით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ დიდი გული გვაქვს და ნამდვილი მებრძოლები ვართ