კაბო-ვერდემ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა.
ის გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც ტურნირის პლეი-ოფის ეტაპზე გასვლა შეძლო. ეს ისტორიული შედეგი გუნდმა საუდის არაბეთთან ფრედ, 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ გაინაღდა.
მთელი მატჩის განმავლობაში კაბო-ვერდემ დაცვაში საიმედოდ ითამაშა, ხოლო 40 წლის მეკარემ, ვოზინიამ, რამდენიმე გადამწყვეტი ბურთი მოიგერია, რითაც საუდის არაბეთის ნაკრებს გატანის საშუალება არ მისცა.
ამ შედეგით კაბო-ვერდე გახდა პირველი გუნდი 1998 წლის შემდეგ (ჩილეს ნაკრების მერე), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამი ფრის დაფიქსირებით გადალახა.
კაბო-ვერდელთათვის ეს მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი იყო. ტურნირის 1/32-ფინალში მათ საკმაოდ რთული გამოცდა ელით - ისინი მოქმედ ჩემპიონს, არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.