მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა მანჩესტერ სიტის ახალწვეულის, ელიოტ ანდერსონის სიტყვებს უპასუხა, რომელმაც ქალაქელებს მანჩესტერის მეფეები უწოდა.
დღეს მანჩესტერ იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ფარგლებში შეხვდება.
„ამ ფრაზას ნამდვილად არ გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, არა. მესმის, რატომ თქვა ეს. საკმარისად თავმდაბლები და რეალისტები ვართ, რომ გვესმოდეს, სადამდე მივედით ბოლო წლებში.
გარკვეულწილად კარგია, რომ მოლოდინები შეიცვალა. უეცრად ჩვენგან სულ სხვა რამეს ითხოვენ იმასთან შედარებით, რაც, შესაძლოა, რამდენიმე თვის წინ იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ - ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ.
ახლა საქმე შემდეგ ეტაპს ეხება. უკეთესები უნდა გავხდეთ და ეს გვსურს კიდეც, გვინდა საკუთარ თავს მეტი გამოწვევა დავუყენოთ. ახლა აქ ვართ.
ეს არ ნიშნავს, რომ ამის მიღწევა არ შეგვიძლია. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გვაქვს იმედი, რწმენა და მოლოდინი, რომ შეგვიძლია და ვალდებულებიც ვართ [ვიყოთ უკეთესები], თუმცა არსებულ სიტუაციას ვაცნობიერებ“, - განაცხადა კერიკმა.