მერაბ დვალიშვილის მწვრთნელს, ჯონ ვუდს მიაჩნია, რომ ქართველ მებრძოლს ჯორჯ სენ-პიერის წარმატების გამეორება შეუძლია.
„მერაბი დომინანტური ჩემპიონია, თუმცა პროგრესისთვის ჯერ კიდევ აქვს ადგილი. ყოველ კვირა, ყოველ კემპზე ის უკეთესი და უკეთესი ხდება, რაც მეც კი მაკვირვებს. ვერ ვხედავ და ვერ წარმომიდგენია, სად არის მისი საზღვარი. მგონია, რომ მას შეუძლია ისეთი მოგებათა სერია გამოაცხოს, რომელიც უამრავ რეკორდს დაამხობს.
სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა. სხვა წონაში გადასვლა არც განიხილება - მომდევნო მეტოქეებზე და ქამრის შენარჩუნებაზე ვართ კონცენტრირებული.
მგონია, რომ მერაბს შეუძლია თავისი თაობის ჯორჯ სენ-პიერი გახდეს." - აღნიშნა ჯონ ვუდმა.
თავის მომდევნო ბრძოლას დვალიშვილი UFC-ში 5 ოქტომბრის გამთენიას, ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს.