ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ახალი სკანდალის ეპიცენტრში მოექცა.
ბრიტანული მედიის გამოძიების თანახმად უეფაში მისი მუშაობის პერიოდში ორგანიზაციამ ექვსნიშნა თანხა გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს რომელთანაც ინფანტინოს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.
ქალი ურთიერთობის დროს დააწინაურეს, ხოლო უეფას დატოვებისას მან სერიოზული ფინანსური კომპენსაცია მიიღო. გარდა ამისა, უეფამ თანამშრომლის ბიზნეს სკოლაში სწავლაც დააფინანსა, რაშიც წელიწადში დაახლოებით 45 ათას ფუნტს იხდიდა.
არსებული ინფორმაციით მაშინდელმა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ამ ურთიერთობის შესახებ შეიტყო და ინფანტინოს მკაცრად მოსთხოვა, რომ ორგანიზაცია ან მას ან ქალს დაეტოვებინა, რის შემდეგაც თანამშრომელმა უეფა დატოვა.
უეფამ დაადასტურა რომ ფინანსური გადახდები განხორციელდა, თუმცა აღნიშნა რომ იმ პერიოდში მოქმედი წესების მიხედვით ყველაფერი კანონიერი იყო. თავად ჯანი ინფანტინო და ფიფა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ რომ რაიმე სახის შეუფერებელი ქმედება არ მომხდარა.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ინფანტინოს იმ პერიოდში ცოლი და ოთხი შვილი ჰყავდა.