კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის მოსალოდნელი ქორწილის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება.
ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს თანხმობას 8 აგვისტოს, პორტუგალიელის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე ეტყვის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ფუნშალის საკათედრო ტაძარი შაბათს, დღის მეორე ნახევარში დიდი ქორწილისთვის"უკვე დაჯავშნილია.
ღონისძიების მთავარი ინტრიგა უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები და კონფიდენციალურობაა. გავრცელებული ცნობებით, მდიდრულ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Savoy Palace-ში, სადაც წვეულება უნდა გაიმართოს, სტუმრები უკვე გააფრთხილეს, რომ პარასკევსა და შაბათს სასტუმროს ორი სართული სრულად ჩაიკეტება, რათა დამსწრეების პირადი სივრცე ბოლომდე იყოს დაცული.
ტელეკომპანია Telecinco-ს ჟურნალისტის, არაბელა ოტეროს განცხადებით, რომელიც მოვლენების გასაშუქებლად ფუნშალში ჩავიდა, ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმკაცრესი პროტოკოლი მოქმედებს და იქ მედიის გამოჩენას არავინ ელოდა. მისივე ცნობით, სტუმრების ნაწილი შესაძლოა იქვე, სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარე რონალდუს კუთვნილ სასტუმროშიც დაბინავდეს.
რაც შეეხება სტუმრებს, სიაში არაერთი ცნობილი სახე სახელდება. მათ შორის განიხილებიან ჯენიფერ ლოპესი და კილიან მბაპე. აღსანიშნავია, რომ თუ მბაპე ქორწილს მართლაც დაესწრება, ეს იქნება მისი პირველი საჯარო გამოჩენა ცნობილ მსახიობ ესტერ ექსპოსიტოსთან ერთად.