კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესი სოციალურ ქსელში ატეხილი კრიტიკისგან საჯაროდ დაიცვა.
მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ჟურნალისტმა მარსია გოლდშმიდტმა მოდელის სხეულის ფორმების დასაცავად ვიდეო გამოაქვეყნა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კომენტარებში დაწერა: „მე მსოფლიოში საუკეთესო მიყვარს“. გარდა ამისა, მედიის ცნობით, მან საყვარელ ქალს პირადადაც დაუჭირა მხარი და გაამხნევა ფრაზით: „სავსებით ნორმალურია, რომ ხალხს შენი შურს“.
თავად ჯორჯინამ კრიტიკოსებს ვრცელი და ემოციური გზავნილით უპასუხა და ქალებს საკუთარი სხეულის შეყვარებისკენ მოუწოდა. „ჩემი სხეული შეიცვლება, ისევე როგორც ყველა ქალის. მერე ვფიქრობ... სად არის სტანდარტი? ვინ წყვეტს, როგორია „სწორი“ სხეული? ნუთუ მართლა გვგონია, რომ ბედნიერებას ზომა აქვს? ადამიანის ფასი უცხოების აზრზე არასდროს უნდა იყოს დამოკიდებული. მე მიყვარს ჩემი ფორმები და ის თავისუფლება, რომ ვიცხოვრო იმ სხეულში, რომელსაც თავად ვირჩევ“, - განაცხადა რონალდუს რჩეულმა.