სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ლიონი რანგით მე-4 დივიზიონის გუნდ ფეინის ეწვია.
სათადარიგო სკამზე იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც თამაშში 67-ე წუთზე ალექსანდერ ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. გოლი 44-ე წუთზე საიდ ბენრაჰმამ გაიტანა.
88-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა მიქაუტაძემ სწორედ ბენრაჰმას პასის შემდეგ გამოიჩინა თავი და თავისი გუნდის სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
94-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშში დასაბრუნებლად.
ლიონი საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში გავიდა, მიქაუტაძემ კი წელი გოლით დაასრულა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები