გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში ჩატარებულ პირველ სეზონში უკვე 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დააგროვა.
ამ შედეგით ქართველი თავდამსხმელი შეუერთდა ლამინ იამალსა და ვინისიუს ჟუნიორს. აღნიშნულ სამეულს ამ სეზონში 10+ გოლი და 5+ საგოლე პასი აქვთ აქტივში.
ბარსელონას ესპანელი შემტევის ანგარიშზე 16 გოლი და 11 ასისტია, რეალის ბრაზილიელმა მოთამაშემ კი 13 გოლის გატანა და 5 ასისტის გაკეთება მოახერხა.
მიქაუტაძე ლევანტესთან შესრულებული დუბლით ლა ლიგის ბომბარდირთა ათეულს მიუახლოვდა და ერთი გოლით ჩამორჩება ბორხა იგლესიასს, რობერტ ლევანდოვსკისა და ალექსანდერ სორლოტს.
VIDEO: დუბლი ლევანტესთან! ჟორჟის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა