სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
23 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის მე-5 ტურში ლიონმა სტუმრად ყარაბაღი გაანადგურა.
გიორგი მიქაუტაძის გუნდმა შეხვედრა სტუმრად 4:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ანგარიში მე-15 წუთზე ნუამას პასით გახსნა, 80-ზე კი ულამაზესი მოძრაობებით მცველი და მეკარე დააწვინა და ეფექტური დარტყმით დუბლის შესრულება მოახერხა.
მიქაუტაძისთვის ეს ევროტურნირებზე გატანილი პირველი გოლები იყო, ლიონის მაისურით კი მან ამ სეზონში მეოთხედ შეძლო თავის გამოჩენა.
გამოცემა SofaScore-მ მიქაუტაძე 8.8 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
5 ტურის შემდეგ ლიონი ამ ეტაპზე 10 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები