იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით — ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს პირდაპირი კონტაქტი აუკრძალა
ფეხბურთიფეხბურთი

მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით — ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს პირდაპირი კონტაქტი აუკრძალა

10 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

The Sun-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის, რეალისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმა, მშობლებს მოსთხოვა, მასთან ურთიერთობა მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით ჰქონდეთ.


შეტყობინებაში ბრუკლინმა მშობლებს სთხოვა, პირდაპირ არ დაუკავშირდნენ და სოციალურ ქსელში მისი სახელი არ ახსენონ. მან აღნიშნა, რომ ურთიერთობის დალაგების ნებისმიერი მცდელობა უნდა მოხდეს პირადად და არა საჯაროდ.


სკანდალი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბრუკლინის დედამ, ვიქტორია ბექჰემმა, უფროსი შვილის მიერ გამოქვეყნებულ ქათმის რეცეპტი "დაულაიქა" [მოიწონა]. ბრუკლინმა ეს საკუთარი პირობების დარღვევად აღიქვა და სოციალურ ქსელებში მშობლები და ძმები დაბლოკა.


წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი პირდაპირ სამართლებრივ სარჩელს არ წარმოადგენდა და უფრო მკაცრი კომუნიკაციის საზღვრების დაწესების მცდელობა იყო. მიუხედავად ამისა, აღნიშნავენ, რომ მშობლები „სრულად დაბნეულები და განადგურებულები არიან“ მოვლენების ასეთი განვითარების გამო.


მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა მშობლებთან, ბრუკლინი კვლავ ინარჩუნებს კავშირს ბებია-ბაბუებთან ორივე მხრიდან და მათთან ტელეფონითა და პირადი შეტყობინებებით ურთიერთობს.


ბრუკლინ ბექჰემსა და მის ოჯახს შორის კონფლიქტი, გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ქორწილიდან იღებს სათავეს. დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება უთანხმოება ნიკოლა პელტცის საქორწილო კაბასთან დაკავშირებით და ის, თუ რა როლი უნდა ეთამაშა ამ პროცესში ვიქტორია ბექჰემის მოდის ბრენდს.


მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა მედიის გაჟონვებით, რომელიც ბრუკლინს ნიკოლას მიერ „კონტროლირებად“ ან „დამორჩილებულ“ ადამიანად წარმოაჩენდა. ბრუკლინმა და ნიკოლამ ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს, თუმცა სწორედ ასეთმა გაჟონვებმა, მათი აზრით, ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გააჩინა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბექჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოედნის მიღმა - ფეხბურთელები და მათი შინაური ცხოველები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოედნის მიღმა - ფეხბურთელები და მათი შინაური ცხოველები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინმა ლინეკერისა და ბექჰემის რეკორდები გაიმეორა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კეინმა ლინეკერისა და ბექჰემის რეკორდები გაიმეორა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოიგებს მესი მეცხრე ოქროს ბურთს? ბექჰემის ხმაურიანი განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოიგებს მესი მეცხრე ოქროს ბურთს? ბექჰემის ხმაურიანი განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 მაი, 2026

მოედნის მიღმა - ფეხბურთელები და მათი შინაური ცხოველები

News image

18 ივნ, 2026

კეინმა ლინეკერისა და ბექჰემის რეკორდები გაიმეორა

News image

15 ივლ, 2026

ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია

News image

17 სექ, 2026

მოიგებს მესი მეცხრე ოქროს ბურთს? ბექჰემის ხმაურიანი განცხადება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება