ლუკა მოდრიჩმა მილანში გადასვლაზე ისაუბრა.
„თუ რეალიდან წასვლა მიწევდა, მინდოდა ისევ დიდ კლუბში გადავსულიყავი, სადაც დიდი მოლოდინია.
სამწუხაროა, რომ მილანი ევროპაში არ თამაშობს, იმიტომ რომ რეალის შემდეგ ეს ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.
თუმცა, კვირაში ერთი თამაში გვექნება და შესაძლოა, ეს ცუდი არ იყოს, რამეთუ მატჩებისთვის მთელი კვირის მანძილზე მოვემზადებით ხოლმე." - აღნიშნა ხორვატმა.
მოდრიჩმა მილანთან 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანუ მხარეები სეზონის ბოლოს გადაწყვეტენ, გაახანგრძლივონ თუ არა ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით.