პრემიერ ლიგის ტიტულისკენ შეფერხებულ სვლაზე ნიუკასლის სტუმრობა შეიძლება დროული აღმოჩნდეს არსენალისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში ,,კაჭკაჭებთან" მასპინძლობისას დომინირებენ.
მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა
არსენალ ერთ დროს მანჩესტერ სიტის 10 ქულით უსწრებდა, თუმცა გასულ კვირას პეპ გვარდიოლას გუნდთან მარცხისა და შუა კვირაში სიტის მიერ ბარნლისთან მოგების შემდეგ, არსენალი პირველად მეშვიდე ტურის შემდეგ პირველ ადგილს ჩამოშორდა.
რადგან სიტის მომდევნო მატჩამდე 2-ჯერ თამაშობენ, მიკელ არტეტას გუნდს აქვს შანსი კვლავ 6-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნოს. თუმცა, მათ სურთ თავიდან აირიდონ პრემიერ ლიგის ზედიზედ 3 მატჩის წაგება პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ, რის ფონზეც ამ თამაშის დრო იდეალური არ ჩანს.
მეთოფეებს აპრილში ყოველთვის უჭირდათ - არტეტას პერიოდში ლიგაში მარცხების 18% სწორედ ამ თვეზე მოდის (9/51), ხოლო მიმდინარე თვეში ჩატარებული 5 ოფიციალური მატჩიდან სამში დამარცხდნენ (1 მოგება, 1 ფრე).
ნიუკასლი იმ გუნდებს შორისაა, რომლებიც კიდევ უფრო ცუდ ფორმაში იმყოფებიან - ედი ჰაუს გუნდმა ბოლო 4 მატჩი წააგო, მათ შორის გასულ კვირას ბორნმუთთან 2-1.
ჰაუს მომავალიც გაურკვეველია და სეზონის ბოლოს მის ბედზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, თუმცა 25 იანვრის შემდეგ არცერთ გუნდს არ წაუგია იმდენი მატჩი, რამდენიც ნიუკასლს (8).
ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან სამის წაგება (1 მოგება) ოპტიმიზმს ვერ მატებს, თანაც თავად ჰაუს პრემიერ ლიგაში ემირეიტსზე არასდროს მოუგია (1 ფრე, 8 წაგება).
ურთიერთშეხვედრების ისტორია
ნიუკასლი პრემიერ ლიგის ბოლო 13 გასვლით შეხვედრაში არსენალთან მოუგებელია (1 ფრე, 12 წაგება) და ბოლო 9 ვიზიტში ემირეიტსზე მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.
მნიშვნელოვანი სტატისტიკა და სერიები
არსენალმა ამ სეზონში პრემიერ ლიგის იმ 22 მატჩიდან, სადაც ანგარიში გახსნა, 19 მოიგო (2 ფრე, 1 წაგება).
პრემიერ ლიგაში არსენალის ბოლო 6 მატჩიდან ოთხში ორივე გუნდმა პირველ ტაიმში გაიტანა.
ნიუკასლის 16 გასვლითი გოლიდან 12 პირველ ტაიმშია გატანილი.
პრემიერ ლიგაში ნიუკასლის ბოლო 9 მატჩი ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა (3 მოგება, 6 წაგება).
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი - რაია; უაითი, სალიბა, გაბრიელი, ჰინკაპიე; სუბიმენდი, რაისი; მადუეკე, ოდეგორი, მარტინელი; ჰავერცი
ნიუკასლი - რამსდეილი; ტრიპიერი, ჩაუ, ბოტმანი, ჰოლი; ტონალი, მაილი, ბრუნო გიმარაეში; მერფი, ოსულა, ბარნსი
მსაჯი
მატჩს სამუელ ბაროტი განსჯის, რომელმაც პრემირე ლიგის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში იმსაჯა და ჯამში 72 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა, სულ კი 6 პენალტი დანიშნა.
მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.