• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არსენალის შეცდომების ქრონიკა
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალის შეცდომების ქრონიკა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბოლო წლებში, როდესაც დიდი ევროპული კლუბები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებულ უტიტულო სერიას ასრულებენ, ისინი ამას, როგორც წესი, შთამბეჭდავად აკეთებენ. ისინი ისეთ დიდ უპირატესობას მოიპოვებენ, რომ გადამწყვეტი ფაზის დადგომისას ისტორიის შეცვლის დამთრგუნველი სიმძიმე აღარ აწევთ ხოლმე. ამ დროს ის კი არ განიხილება, მოიგებენ თუ არა, არამედ ის თუ როდის მოიგებენ.


ლივერპულმა 30-წლიანი ტკივილი 2019-20 წლების სეზონში დაასრულა, როდესაც პირველი 27 მატჩიდან 26 მოიგო და პრემიერ ლიგის ტიტული სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე გაინაღდა. 2022-23 წლებში, 33 წლის შემდეგ, ნაპოლიმ სერია A ხუთი ტურით ადრე მოიგო.

38-მატჩიან სეზონში, წნეხი, რომელიც თან ახლავს ასეთ მნიშვნელოვან საჩემპიონო გამარჯვებებს, შეიძლება დრამატულად შემცირდეს ადრეული იმპულსების ხარჯზე. ფინალურ ეტაპზე ეს საერთოდ აქრობს კონკურენციის იდეას.

არსენალს, რომელიც 22 წლის განმავლობაში პირველ საჩემპიონო ტიტულს უმიზნებს, ამ სეზონში უამრავი შანსი ჰქონდა, რომ ეს გზა საკუთარ ზეიმად ექცია. ყოველ ჯერზე მათ ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, რამაც დატოვა განცდა, რომ ისინი მაშინვე იწყებენ კანკალს, როგორც კი ვერცხლის თასი ხელშესახები ხდება.

30 ნოემბერს არსენალი სტემფორდ ბრიჯს ეწვია. მათ ჰქონდათ შანსი, 13 ტურის შემდეგ 7 ქულით მეტოქეზე წინ გაქცეულიყვნენ. როდესაც მოიზეს კაისედო გააძევეს, მათ ერთი საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ კაცნაკლული ჩელსისთვის მოეგოთ. ამის ნაცვლად, ისინი თითქოს ფრით დაკმაყოფილდნენ.

8 იანვარს არსენალმა უმასპინძლა ალიაქოთში მყოფ ლივერპულს, მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ ბრაიტონთან შინ ფრე ითამაშა. არნე სლოტის გუნდს აკლდა უგო ეკიტიკე, მოჰამედ სალაჰი და ალექსანდერ ისაკი. არსენალს ჰქონდა შანსი 8 ქულით წინ გაჭრილიყო, მაგრამ მხოლოდ 0:0 ითამაშა.

ერთი კვირის შემდეგ არსენალს კიდევ ერთი შანსი მიეცა. ამჯერად სიტისთან 9-ქულიანი სხვაობის შექმნის, რომელმაც ადრეულ მატჩში მანჩესტერული დერბი წააგო. იმ საღამოს არსენალი ნოტინგემ ფორესტს ეწვია და მორიგი უგოლო ფრე ითამაშა, ისე, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში კარში ერთი დარტყმაც არ ჰქონიათ.



18 თებერვალს არსენალი ვულვზს ესტუმრა იმის შანსით, რომ 7 ქულით დაწინაურებულიყო. ვულვზს 26 თამაშიდან 19 წაგებული ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც არსენალი მეხუთე წუთზე დაწინაურდა, მათ ტემპს არ მოუმატეს. არსენალმა ჯერ გაუშვა გოლი, მერე ისევ დაწინაურდა, ბოლოს კი კონტროლი კვლავ დაკარგა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში გოლი მიიღო.

11 აპრილს, როდესაც მანჩესტერ სიტი მხოლოდ მომდევნო დღეს თამაშობდა, არსენალს ჰქონდა შანსი 12 ქულით გაჭრილიყო წინ. დიახ, მათ ორი თამაშით მეტი ექნებოდათ ჩატარებული, მაგრამ ეს სიტიზე კოლოსალურ წნეხს შექმნიდა, მით უმეტეს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ჩელსისთან გასვლაზე ემზადებოდა. ამის ნაცვლად, ისინი იყვნენ მოკლებულნი შთაგონებას, რის გამოც ბორნმუთთან 2:1 წააგეს.

უეცრად, მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში არსენალმა შანსი შანსზე გაუშვა, ყველაფერი ისევ მანჩესტერ სიტის ხელშია. ეტიჰადზე გამართული მატჩი აისბერგად იქცა, რომლისთვისაც გუნდს დიდი ხნის წინ უნდა აექცია გვერდი.

ყველა გაშვებული შესაძლებლობიდან, ვულვზთან მატჩი ყველაზე მიუტევებელი იყო. ეს იყო ემბლემატური მაგალითი არსენალისუუნარობისა, რომ ბოლომდე მოკლას თამაში. ასეთი ძლიერი გუნდისთვის მათ ძალიან ცოტა „გარანტირებული“ გამარჯვებები აქვთ. როდესაც ისინი წინ გადიან, არ ზრდიან ზეწოლას, რაც ხშირად ნიშნავს იმას, რომ თამაში ბოლო წამამდე დაძაბულია. ეს არ აძლევს არტეტას როტაციის საშუალებას, რათა დაასვენოს ლიდერები, მენტალურად კი გუნდს პიკური კონცენტრაციის შენარჩუნება უწევს. თამაშებში დახარჯულ დამატებით ენერგიას კი ფატალური ეფექტი აქვს.



იმპულსის დაკარგვა აშკარაა: არსენალმა ბოლო 13 პრემიერ ლიგის მატჩიდან მხოლოდ ექვსი მოიგო. მას შემდეგ, რაც სეზონის დიდ ნაწილში უძლეველად გამოიყურებოდნენ და პოტენციურ კვადრუპლის (ოთხი ტიტულის) მომგებ გუნდადაც მოიაზრებოდნენ, ისინი საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებულ გუნდად იქცნენ.

როგორც ჩანს, ისინი ამ ჩავარდნებს ყოველ სეზონში განიცდიან. 2022-23 წლებში, მას შემდეგ, რაც ევროპა ლიგის მეოთხედფინალში პენალტებით სპორტინგთან წააგეს, ბოლო 27 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 12 აიღეს და 5-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს. მართალია, მათ მაშინ უილიამ სალიბა ტრავმის გამო დაკარგეს და შემადგენლობის მრავალფეროვნება არ ეყოთ, მაგრამ ერთი წარუმატებლობის ცუდი შედეგების ჯაჭვად ქცევა? ეს არის ის, რაც მეორდება.

მომდევნო სეზონში, ნოემბერში კარაბაოს თასზე ვესტ ჰემთან წაგებას მოჰყვა 1:0 მარცხი ნიუკასლთან. დეკემბერში, ასტონ ვილასთან 1:0 წაგებას მოჰყვა პერიოდი, როდესაც ექვს მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგეს, საბოლოო კი ლივერპულთან ინგლისის თასზე წაგება იყო. სეზონის მეორე ნახევარში ისინი თითქმის უშეცდომოები იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდმა მათ ლიგა დააკარგვინა.

2024-25 წლებში მათ ჰქონდათ სამი პერიოდი, როდესაც ლიგაში ზედიზედ სამი ან მეტი თამაში ვერ მოიგეს. კვლავ, ბრაიტონთან გასვლაზე ფრემ, თამაში, რომელიც უნდა მოეგოთ, გამოიწვია მოუგებელი სამმატჩიანი კვირა. რამდენიმე დღის შემდეგ მათ კარაბაოს თასის პირველი ნახევარფინალი წააგეს ნიუკასლთან, რამდენიმე დღეში კი ინგლისის თასზე შინ პენალტებით დამარცხდნენ რუბენ ამორიმის მანჩესტერ იუნაიტედთან.

მიმდინარე სეზონში არსენალმა უკეთ მოახერხა ამგვარი ჩავარდნის თავიდან აცილება და ზედიზედ ორი თამაში ლიგაში მხოლოდ სამჯერ ვერ მოიგო. თუმცა, კარაბაოს თასის ფინალში მარცხი გადაიზარდა შოკისმომგვრელ მარცხში ჩემპიონშიფის საუთჰემპტონთან ინგლისის თასზე და ორ წაგებაში ბორნმუთთან და სიტისთან.



მათ არ შეუძლიათ ერთი წაგების შოკიდან სწრაფად გამოსვლა. გაბრიელი, რომელიც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის ერთ-ერთი კანდიდატია, კვლავ ამ სისუსტის განსახიერებად იქცა. მეტოქის ფორვარდთან ზედმეტი კონფრონტაცია ერთი საკითხია, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მისი პასები ხშირად პანიკური ხდება, მოგერიებები კი მოუწესრიგებელი. ეს არის სიმშვიდის ნაკლებობა, რომელიც მთელ გუნდზე ვრცელდება.

არსებობს ნიშნები, რომ ეს არსენალის გუნდი შესაძლოა ციკლის დასასრულს უახლოვდებოდეს. ეს ბუნებრივიცაა. დავიდ რაია, სალიბა, გაბრიელი, იურიენ ტიმბერი, დეკლან რაისი, მარტინ ოდეგორი, ბუკაიო საკა, გაბრიელ მარტინელი, კაი ჰავერცი და ლეანდრო ტროსარდი - ყველა მათგანი უკვე მესამე ან მეოთხე საჩემპიონო ბრძოლას ატარებს. ეს დიდი ტვირთია სატარებლად.

როგორც იურგენ კლოპის ლივერპულმა ისწავლა, ეს დევნა საბოლოოდ ტეხავს გუნდს. ამ დონის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება დამქანცველია, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. 97, 99 და 92-ქულიან სეზონებს შორის იყო 69 ქულა 2020-21 წლებში. ლივერპული მომდევნო წელს ისევ 92 ქულამდე ავიდა, მაგრამ შემდეგ სეზონში ისევ მოუკლო და ორი სეზონი დასჭირდა ზრდისთვის, რომ საბოლოოდ მოეგო მეორე ტიტული იმ 2018-2025 წლებში.

თუ არსენალი წელს ვერ მოიპოვებს ტიტულს, მათი შრომა ამ შვიდ წელიწადში მხოლოდ ბალახზე დარჩება. ძალიან, ძალიან კარგი გუნდი.. ისეთი კარგი, როგორიც შეიძლება იყო ისე, რომ არ გახდე დიდი - უბრალოდ მტვრად იქცე.

არსებობს კი იმედის ნაპერწკალი? არსენალს უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვს. თუკი მას შემდეგ, რაც მათ ეს ყველაფერი დრამატულ დაპირისპირებამდე მიიყვანეს, ისინი მაინც დაასრულებენ 23-წლიან წარუმატებლობას, ეს იქნება წარმოუდგენელი განცდა და ემოციების ამოფქრვევა, რაზეც კი არსენალის ფანს ოდესმე უოცნებია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არსენალი
მან სიტი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

6 სთ წინ

იუნაიტედი მილანის ვარსკვლავით ინტერესდება

News image

5 სთ წინ

პსჟ იუნაიტედს ახალგაზრდა ვარსკვლავისთის ბრძოლაში შეუერთდა

News image

5 სთ წინ

მანჩესტერ სიტი ენცო ფერნანდესის ტრანსფერს განიხილავს

News image

3 სთ წინ

ჰალანდი ანრისა და სალაჰის რეკორდს ანადგურებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

იუნაიტედი მილანის ვარსკვლავით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუნაიტედი მილანის ვარსკვლავით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ იუნაიტედს ახალგაზრდა ვარსკვლავისთის ბრძოლაში შეუერთდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ იუნაიტედს ახალგაზრდა ვარსკვლავისთის ბრძოლაში შეუერთდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტი ენცო ფერნანდესის ტრანსფერს განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტი ენცო ფერნანდესის ტრანსფერს განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰალანდი ანრისა და სალაჰის რეკორდს ანადგურებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰალანდი ანრისა და სალაჰის რეკორდს ანადგურებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი