სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქის, თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ წილისყრა შეაფასა.
"შესაძლოა ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერი გუნდისთვის, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს.
ესპანეთი ბოლო ევროპის ჩემპიონია. ასევე შევხვდით საქართველოს, კიდევ ერთ რთულ მეტოქეს მე-3 კალათიდან. ბულგარეთი კი თავის კალათაში რეიტინგით საუკეთესო გუნდია.
მაგრამ თავის მართლება არ არის საჭირო, კარგ გუნდებთან თამაშმა შესაძლოა მოთამაშეებს მოტივაცია მოუმატოს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები