ალვარო მორატამ გასულ ზაფხულს ატლეტიკო მადრიდის დატოვებაზე ისაუბრა.
ესპანელი მადრიდული კლუბიდან მილანში გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და ზამთარში იჯარით გალათასარაის მიაშურა.
„დროის წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, ატლეტიკოს არ დავტოვებდი. ზაფხულში ყველაფერზე უფრო მეტად უნდა დავფიქრებულიყავი, ეს საკითხი ევროს განმავლობაშიც ძალიან მაწუხებდა.
მინდოდა მეგრძნო, რომ ხალხს ვუყვარვარ და მაფასებენ და რაც მთავარია, ჩოლო სიმეონეს ჩემი დარჩენა ძალიან უნდოდა. მამაჩემი და აგენტიც მეუბნებოდნენ, რომ შეცდომას ვუშვებდი." - აღნიშნა ესპანელმა თავდამსხმელმა.