ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდის ატლეტიკომ ვალიადოლიდი 4-2 დაამარცხა. როხიბლანკოს მხრიდან დუბლი შეასრულა ხულიან ალვარესმა.
არგენტინელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 გოლი დაუგროვდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ალვარესს ამ საუკუნეში ატლეტიკოს შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული სადებიუტო სეზონი აქვს. მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რადამელ ფალკაოს უფიქსირდება.
1. რადამელ ფალკაო - 36 გოლი
2. ხულიან ალვარესი - 26 გოლი
3. ანტუან გრიზმანი - 25 გოლი
4. დიეგო ფორლანი - 22 გოლი
5. დიეგო ალონსო - 22 გოლი
ატლეტიკო ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, მეორეადგილოსან რეალთან ჩამორჩენა 3 ქულაა.