ესპანური COPE-ს ჟურნალისტის არანჩა როდრიგესის ცნობით, კილიან მბაპე ალავესთან მიღებული წითელი ბარათის გამო ლა ლიგის მხოლოდ 1 მატჩს გამოტოვებს.
შესაბამისად არ დგას საფრთხე, რომ ფრანგი შემტევი ელ კლასიკოს ბარსელონას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
სამეფო კლუბს ლა ლიგაში შემდეგი მატჩი 20 აპრილს, სანტიაგო ბერნაბეუზე ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ ელის.
VIDEO: კამავინგას გოლი და მბაპეს წითელი ბარათი - რეალმა მოიგო