თურქეთის თასის ფინალში გალათასარი ტრაბზონსპორს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.
სტამბოლელთა მხრიდან გოლები ბარიშ ალფერ ილმაზმა და ვიქტორ ოსიმენმა (დუბლი) გაიტანეს.
გალათასარაიმ ქვეყნის თასი ისტორიაში მეცხრამეტედ მოიგო, რაც თურქულ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია.
ვიქტორ ოსიმენი კი გახდა უცხოელი მოთამაშე, რომელსაც თურქული ფეხბურთის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი (35) აქვს გატანილი.