დრის მერტენსმა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
38 წლის ფეხბურთელის თქმით, თავის ბოლო მატჩს ის ყოფილი თანაგუნდელის, მარეკ ჰამშიკის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში გამართავს.
ბოლო სამი სეზონი მერტენსმა თურქეთის ჩემპიონატში, გალათასარაიში გაატარა.
იქამდე მერტენსი უტრეხტში, პსვ-ში და ნაპოლიში გამოდიოდა, ამ უკანასკნელში მან ცხრა სეზონი გაატარა.
ნაპოლის მაისურით ბელგიელმა 2 იტალიის თასი და ერთი სუპერთასი მოიგო. ბელგიის ნაკრების მაისურით მან 109 მატჩში 21 გოლი შეაგდო.