Geo Team-ის ინფორმაციით, შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება.
თურქულმა ქასიმფაშამ და შოთა არველაძემ შეთანხმებას მიაღიეს, ქართველი მწვრთნელის თურქულ კლუბში დანიშვნის თაობაზე.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1-წლიანი სისტემით გაფორმდება. შოთა თურქეთში ხვალ ჩაფრინდება და ქასიმფაშასთან კონტრაქტს გააფორმებს.
არველაძე ქასიმფაშას 2012-15 წლებში წვრთნიდა, შემდეგ იყო ტრაბზონსპორი, მაკაბი, ფახთაქორი, ჰალ სითი და სულ ბოლოს ქარაგიუმრუქი.
ლოკომოტივში სიახლეებია - კლუბის ბორდის წევრი შოთა არველაძე იქნება