უიმბლდონის კვალიფიკაციაზე პირველი ეტაპის მატჩი გამართა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც ვარვარა ლეპჩენკოს დაუპირისპირდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ის სახელით მოასპარეზე მეტოქე 2 სეტში (7-5, 6-4) დაამარცხა და შემდეგ რაუნდში გავიდა.
მარიამი კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე შვეიცარიელ სელინ ნაეფს შეხვდება და გამარჯვებას შეეცდება. თამაში 25 ივნისს გაიმართება.
ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში კიდევ 2 მატჩის მოგების შემთხვევაში მოხვდება.
კვალიფიკაციის მეორე რაუნდს ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც ჰონგ კონგელ ვონგს დაუპირისპირდება.