პროექტი - აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა გრძელდება. ზაფხულის ცხელი ფაზა ექსტრემალური სპორტის სახეობით გაიხსნა. საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირისა და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ორგანიზებით 50-ზე მეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა, ომის ვეტერანმა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენელმა პარაპლანით იფრინა, საკუთარი ოცნება აისრულა და ბევრმა მათგანმა სიმაღლის შიშიც კი დაძლია.
პატარა ლილოს მთიდან თბილისის ზღვას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, კერძოდ, თბილისში, მარნეულში, კასპში, გორში, საგარეჯოში, თერჯოლაში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებმა ბენეფიციარებმა გადაუფრინეს. სპეციალური ეტლი კონსტრუქციით იფრინეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე და ამპუტანტმა პირებმა.
ემოციებით აღსავსე და დაუვიწყარი წუთები - ასე აფასებენ მონაწილეები აქტივობას, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.
ემოციებით აღსავსე და დაუვიწყარი წუთები - ასე აფასებენ მონაწილეები აქტივობას, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.