არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაზე ისაუბრა.
"მისი ჩამოწერა არ შეიძლება, რადგან ის საშიშია. მას UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ფინიში აქვს, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ბევრჯერ ვყოფილვარ ვოლკანოვსკისთან და მაქს ჰოლოუეისთან.
არავის შეეძლო მათი დამარცხება და გათიშვა. მათ თავში ყოველთვის უტრიალებდათ: "მე ამას და იმას შევხვდი და ვერავინ გამთიშა." შენ არასდროს გიჩხუბია ჩემნაირ მებრძოლთან.
ამას დიდი ხანია ვამბობ. უნარების განვითარება, რომელიც ამ სპორტში შემომაქვს, მათ არასდროს უნახავთ. ეს მოხდება ჩარლზთანაც. ის ფიქრობს, რომ შანსი აქვს, სინამდვილეში კი არ აქვს.
ერთადერთი რამ, რაც უნდა გააკეთოს, უნდა გამოცხადდეს, დანარჩენს კი მე მივხედავ." - განაცხადა თოფურიამ.
ქართველი და ბრაზილიელი ერთმანეთს 29 ივნისს, UFC 317-ზე მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდებიან.