არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევზე გააკეთა კომენტარი.
"გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ ისლამი გამირბის. მოგატყუებ, თუ ამას ვიტყვი. ის წონის კლებით დაიღალა და ახალი გამოწვევა სურს.
ის ქვესაშუალო დივიზიონში ავიდა. ის გრძნობს და ფიქრობს, რომ ორმაგი ჩემპიონობის შანსი აქვს. ის ამას ცდილობს." - განაცხადა ქართველმა.
ილია თოფურია 29 ივნისს, UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირას მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდება.
თოფურია: "მახაჩევის ბრძოლის დროს დაღესტანშიც კი იძინებენ"