რეალის მცველი ედერ მილიტაო კვლავ ტრავმირებულია.
სელტასთან გუშინდელ (0:2) მატჩში ფეხბურთელმა ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო და შესაცვლელი გახდა, მის ნაცვლად მოედანზე ანტონიო რუდიგერი გამოვიდა.
გამოკვლევამ მილიტაოს მარცხენა ბარძაყის ორთავა კუნთის გაწყვეტა დაუდგინა. როგორც ესპანური პრესა იუწყება, გამოჯანმრთელების პროცესი დაახლოებით 4 თვემდე გასტანს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილიტაო რეალის ტრავმირებულ მცველთა სიაში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს, დანი კარვახალს, ფერლან მენდის და დავიდ ალაბას შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონი თითქმის სრულად გამოტოვა მუხლის ჯვარედინი მყესის გაწყვეტის გამო, ჯერ ერთ ფეხზე, შემდეგ კი მეორეზეც.