ცნობილმა გამოცემა The Athletic-მა ინგლისის ჩემპიონშიფის 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზადაა. სიაშია გიორგი ჩაკვეტაძეც.
ჰეიდენ ჰეკნი (მიდლსბრო), ჯოშ სარჯენტი (ნორვიჩი), ბორხა საინსი (ნორვიჩი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ტომ ფილოუზი (ვესტ ბრომი), ჰარისონ ბაროყზი (შეფილდ იუნაიტედი), გუსტავო ჰამერი (შეფილდ იუნაიტედი), მილან ვან ევაიკი (ქოვენთრი), მაიკლ კუპერი (შეფილდი), ფინ აზაზი (მიდლსბრო).
"კოჭამდე ჩაწეული გამაშებით 25 წლის გიროგი ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში ყოველთვის მისიაზეა. ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც ფლანგზე თამაშიც შეუძლია, საქართველოსთან ერთად ევრო 2024-ზე გამოჩნდა, მათ პირველ დიდ ტურნირზე.
კლუბსა და ნაკრებში მნიშვნელოვანი როლი აქვს და მისი ყურება ძალიან სახალისოა, როცა სისწრაფეს უმატებს და მეტოქეებს ატყუებს.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში (2 გოლი, 6 საგოლე გადაცემა) დაბალი ციფრები დააფიქსირა, ჩაკვეტაძე საუკეთესო იმით არის, თუ რამხელა გულს და ვნებას დებს თითოეულ პერფორმანსში." - წერია სტატიაში.
გიორგი ჩაკვეტაძეს უოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს.