ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განაახლა.
ქალთა -57 კგ. კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა 4 ადგილით წინ წაიწია და წონის ლიდერი გახდა.
1. ეთერ ლიპარტელიანი (+4) - საქართველო
2. კრისტა დეგუჩი (-1) - კანადა
3. სარა ლეონი სიზიკი (+1) - საფრანგეთი
კაცთა -60 კგ. კატეგორიაში მე-5 ადგილზეა გიორგი სარდალაშვილი, წონის ლიდერი კი რიუჯუ ნაგაიამაა.
-66 კგ. წონაში მე-14 პოზიციაზე დაიხია ვაჟა მარგველაშვილმა, წონის სათავეში კი ტაკეში ტაკეოკა რჩება.
-73 კგ-ში მე-12 ადგილზეა ლაშა შავდათუაშვილი, რეიტინგის ლიდერი კი კვლავ ჰიდაიატ ჰეიდაროვია.
-81 კგ-ის ლიდერობა დაკარგა ტატო გრიგალაშვილმა და მე-3 პოზიციაზეა, წონას სათავეში კი მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი ჩაუდგა.
-90 კგ. კატეგორიის ხუთეულში ორ ქართველს ვხვდებით, მე-2 ადგილზე ლაშა ბექაურია, მე-4 პოზიციას კი ლუკა მაისურაძე იკავებს, რომელიც ერთი ადგილით დაწინაურდა. წონის ლიდერი სანშირო მურაოა.
-100 კგ-ში მე-4 ადგილზე ილია სულამანიძეს ვხედავთ, პირველი პოზიცია კი ასევე მსოფლიო ჩემპიონმა მატვეი კანიკოვსკიმ დაიკავა.
+100 კგ. წონაში მე-3 პოზიციაზეა გურამ თუშიშვილი, წონის ლიდერად კი ინალ ტასოევი რჩება.