ცვლილება ძალაში ოფიციალურად შევიდა.
2026 წლიდან მინიმუმ 2030 წლამდე, სექტემბრის და ოქტომბრის სანაკრებო პაუზა გაერთიანდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიფამ ოფიციალურად დაამტკიცა და ძალაში მომდევნო წლიდან შევა.
აქამდე სექტემბრის და ოქტომბრის სანაკრებო შეკრებები ცალ-ცალკე ტარდებოდა და ნაკრებები თვეში 2-2 თამაშს ატარებდნენ.
მომავალი წლიდან კი სანაკრებო პაუზა 23 სექტემბერს დაიწყება და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რა დროშიც საქართველოს და სხვა ნაკრებები 2-ს ნაცვლად 4 მატჩს ჩაატარებენ.
ნოემბრის სანაკრებო შეკრება უცვლელად დარჩება და წლის ბოლო პაუზაზე ნაკრებები კვლავაც 2-2 თამაშს ჩაატარებენ.