მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის 1/8 ფინალში რეინჯერსთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მსაჯების მოქმედება შეაფასა.
"იმედი მაქვს, ყველაფერი რაც ევროპულ გათამაშებებში დამემართა ბუდაპეშტის ფინალისგან არ არის გამოწვეული და უბრალო დამთხვევაა.
იმ ფინალისა და ჩემი დისკვალიფიკაციის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშეთ, რადგან 120-ე წუთზე პენალტი დაგვიდეს, რომელიც მხოლოდ მე-4 მსაჯმა დაინახა.
ახლა კი VAR-მა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული, სამიდან ვერცერთი პენალტი ვერ დაინახა. იმედია, ეს დამთხვევაა.
მე იმ დისკვალიფიკაციით სასჯელი მოვიხადე და იმედია, ეს ყველაფერი დასრულდა. ვიმედოვნე, ეს უბრალო უიღბლობაა."
ევროპა ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები