2026 წლის მუნდიალზე არაერთი გამორჩეული მატჩი თუ გოლი ვიხილეთ - დღევანდელ ბლოგში მსოფლიო თასის 10 გამორჩეული გოლის ჩვენეულ ვერსიას წარმოგიდგენთ.
10. ფერან ტორესი v არგენტინა
ათეული მსოფლიო თასის მომგები გოლის გარეშე ვერ ჩაივლიდა - პედრო პოროს ჩაწოდებას ნიკო ვილიამსის თავური პასი მოჰყვა, რომელიც ბარსელონას შვიდიანმა ბრწყინვალედ გამოიყენა.

9. ელდორ შომუროდოვი v კონგო
ბაშაქშეჰირის ფორვარდმა კონგოელ მცველებსა და მეკარეს ერთად გადაატარა ბურთი თავს ზემოთ და უზბეკეთი დააწინაურა.

8. კილიან მბაპე v სენეგალი
მატჩის მიწურულს მბაპეს შორეულ გასროლას ედუარ მენდიმ ვერაფერი მოუხერხა.

7. ლიონელ მესი v კაბო-ვერდე
ლისანდრო მარტინესის გრძელი პასი საკუთარი ნახევრიდან, კაპიტნის უზადო პირველი შეხება და უშანსოდ დარჩენილი ვოზინია.

6. ჯუნია იტო v ტუნისი
მეკარიდან დაწყებული გათამაშება, აიასე უედას გენიალური პასი და ჯუნია იტოს უშეცდომო დაგვირგვინება.

5. ჯუდ ბელინგემი v საფრანგეთი
ცენტრიდან წაღებული ბურთი, შესანიშნავი ცრუ მოძრაობებით ჩამოშორებული ფრანგი მცველები და წერტილი მესამე ადგილის მატჩში.

4. ვილსონ ისიდორი v მაროკო
ვილსონ ისიდორმა უზუსტესი შორეული გასროლით ჰაიტი მაროკოსთან წინ გაიყვანა - სანდერლენდის ფორვარდმა ბურთი ბონოს კარის ცხრიანში გაახვია.

3. ხულიან ალვარესი v შვეიცარია
არგენტინელებს შვეიცარიასთან მხსნელად ხულიან ალვარესი მოევლინათ - ფლაკო ლოპესის პასის შემდეგ ატლეტიკოს ფორვარდმა კობელს უნაკლოდ დაურტყა.

2. ელაია ჯასტი v ირანი
მეკარის დარტყმული ბურთი, კრის ვუდის საოცარი კონტროლი, ახალი ზელანდიელების ბრწყინვალე კომბინაცია და ელაია ჯასტის არანაკლებ საოცარი დაგვირგვინება.

1. სიდნი ლიპეს კაბრალი v არგენტინა
მარცხენა ფლანგზე მიღებული ბურთი, ჩამოტოვებული ალექსის მაკალისტერი და უზადო დარტყმა ემი მარტინესის კარში - გულშემატკივრების მსგავსად თავში ხელები გოლის ავტორმაც წაიშინა.
