არმან ცარუკიანმა და ჩარლზ ოლივეირამ შესაძლოა რევანში UFC 331-ზე გამართონ.
გავრცელებული ცნობების თანახმად, 19 სექტემბერს ლოს-ანჯელესში გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენა სწორედ BMF საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა იქნება.
მებრძოლები ერთმანეთს პირველად UFC 300-ზე შეხვდნენ, სადაც გამარჯვება წარუკიანს მსაჯების გადაწყვეტილებით ერგო. ახლა კი, როდესაც ოლივეირამ BMF-ის ქამარი მოიპოვა, წარუკიანი ტიტულისთვის ბრძოლის შანსს იღებს.
სომეხმა მებრძოლმა ახლახან განაცხადა, რომ წელს ოქტაგონს უბრუნდება და წლის ბოლომდე ორი ქამრის მოპოვებას გეგმავს. თუმცა, ოქტაგონს მიღმა მომხდარი ინციდენტების გამო, გულშემატკივრებში კვლავ რჩება კითხვები, რამდენად ენდობა მას ორგანიზაცია დიდ ბრძოლებში.