ხამზატ ჩიმაევი შონ სტრიკლენდთან რევანშს აქტიურად ითხოვს, თუმცა UFC-ის ხელმძღვანელობას სულ სხვა გეგმები აქვს.
საშუალო წონის საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, ჩიმაევს სურდა ტიტულის დაბრუნების შანსი პირდაპირ მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრძოლა ფინანსურად და მაყურებლის ინტერესის მხრივ ყველაზე სარფიანი იქნებოდა, სტრიკლენდი მიიჩნევს, რომ ხამზატმა ეს შანსი ჯერ უნდა დაიმსახუროს.
ორგანიზაციამ არჩევანი ნასურდინ იმავოვზე შეაჩერა. ფრანგმა მებრძოლმა განაცხადა, რომ UFC-მ მას პირდაპირ უთხრა, სხვა ბრძოლებზე არ ეფიქრა და საჩემპიონო შეხვედრისთვის მოჰყოლოდა მომზადება. იმავოვის თქმით, სტრიკლენდთან მისი ჩხუბი ასი პროცენტით გადაწყვეტილია და იგი ოქტაგონზე სავარაუდოდ შემოდგომაზე, ოქტომბერში ან ნოემბერში გამოვა.
ეს გადაწყვეტილება ჩიმაევს რთულ მდგომარეობაში ტოვებს. თავდაპირველად ბორზი ქვემძიმე წონაში ასვლაზე ლაპარაკობდა, თუმცა მოგვიანებით ისევ სტრიკლენდთან რევანშს ითხოვდა. ახლა კი, როდესაც საჩემპიონო ბრძოლა იმავოვს ერგო, ჯერ უცნობია, ვის დაუპირისპირებს UFC ხამზატს.