პედი პიმბლეტმა განაცხადა, რომ აუქციონზე 14 000 დოლარად იყიდა ის კუთხის სკამი, რომელზეც ილია თოფურია UFC Freedom 250-ზე ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისას იჯდა.
ინგლისელ მებრძოლს ამით თოფურიას გაშაყირება სურდა, თუმცა მისი ტყუილი მალევე გამოაშკარავდა.
სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა ილია თოფურიას ფანმა, სახელად ჯესიკამ, რომელმაც ყიდვის ოფიციალური დასტური წარადგინა. ფანმა განმარტა, რომ სკამი სპეციალურად თავად შეიძინა 14 000 დოლარად, რათა პედის ან სხვა მებრძოლებს ის ილიას წინააღმდეგ ტროლინგისთვის არ გამოეყენებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ პიმბლეტს სკამი რეალურად არ უყიდია, ორ მებრძოლს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. ბენუა სენ-დენისთან გამარჯვების შემდეგ, პედი პიმბლეტისა და პირველი მარცხისგან მომჯობინებული ილია თოფურიას სავარაუდო ორთაბრძოლა UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ აფიშად რჩება.