არმან ცარუკიანის დამარცხებისა და Real American Freestyle Wrestling-ის პირველი ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, კოლბი კოვინგტონმა ბელალ მუჰამედთან ჩანიშნული ორთაბრძოლა გააუქმა.
კოლბიმ ბელალს „უხეში ცხოველი“ უწოდა და პრესკონფერენციაზე მომხდარი ჩხუბის გამო არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. ახლა „ქაოსი“ ყოფილი მტრის, კამარუ უსმანის ხალიჩაზე გამოწვევას გეგმავს.
უსმანმა შაბათს, UFC Oklahoma City-ზე, დრიკუს დიუ პლესისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო. ეს „ნიგერიული კოშმარისთვის“ ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე მარცხი აღმოჩნდა. კოვინგტონმა უსმანი ყალბ ადამიანად მოიხსენია და განაცხადა, რომ RAF-ის 6-წუთიან მატჩში მას მარტივად გატეხავს, რადგან თავად D1 All-American დონის მოჭიდავეა.
39 წლის უსმანი სპორტიდან წასვლას ჯერ არ აპირებს და UFC-ში კარიერის გაგრძელებას გეგმავს. დანა უაითიც მიიჩნევს, რომ ვეტერანის ჩამოწერა ადრეულია. თუმცა, კოვინგტონი დარწმუნებულია, რომ მათ შორის „დაუსრულებელი საქმეა“ და უსმანს ჭიდაობის ხალიჩაზე რევანშის შანსს სთავაზობს.