UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ლეგენდას, ანდერსონ სილვას, დღემდე სძულს იგი იმის გამო, თუ როგორ დასრულდა მისი კარიერა ოქტაგონზე.
51 წლის ბრაზილიელმა მებრძოლმა პრომოუშენი 2020 წელს, ბოლო რვა ბრძოლაში განცდილი შვიდი მარცხის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც ძალები კრივშიც სცადა.
უაითის თქმით, მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, ორგანიზაციას სილვასთვის ჰონორარი არასდროს შეუმცირებია და მას ყოველთვის უმაღლესი დონის პატივისცემით ეპყრობოდა. პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დანამ ობობას ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით კარიერის დასრულება პირდაპირ მოსთხოვა. სილვამ ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო და მიიჩნია, რომ უაითს არ ჰქონდა უფლება მისი საყვარელი საქმე აეკრძალა.
დღესდღეობით, ყოფილი ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნებას აღარ გეგმავს. მან ახლახან უარი თქვა MVP MMA 1-ის ეგიდით კრის ვაიდმანთან რევანშის ჩატარებაზეც. მიუხედავად ამისა, დანა უაითი აღიარებს, რომ სილვასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა და ბრაზილიელი მასთან ლაპარაკს დღემდე ერიდება.