კონორ მაკგრეგორის ოქტაგონზე დაბრუნება კვლავ კოშმარულად დასრულდა.
UFC 329-ზე მაქს ჰოლოუეისთან რემატჩში ირლანდიელმა პირველივე რაუნდში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ექიმებმა ბრძოლა შეაჩერეს. 38 წლის ვარსკვლავისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია, თუმცა მაიკლ ბისპინგმა კონორის პოსტში საინტერესო დეტალი ამოიკითხა.
ბისპინგის ყურადღება მაკგრეგორის განცხადებამ მიიპყრო, სადაც ირლანდიელი წაგებას „ღვთის გეგმას“ უწოდებს. კონორმა აღიარა, რომ მოგების შემთხვევაში ძველ ჩვევებს უბრუნდებოდა:
მაქსიმალურად დისციპლინირებული ვარ. ვფიქრობ, რაღაც უფრო ცუდს გადავურჩი. მოგების შემდეგ წვეულებაზე წავიდოდი და ვინ იცის, რა მოხდებოდა. მჯერა, რომ გადავრჩი
ბისპინგის თქმით, ეს ირლანდიელისგან იშვიათი და გულწრფელი აღიარებაა, რადგან გამარჯვება მას კვლავ რეჟიმის დარღვევისკენ უბიძგებდა.
2020 წლის შემდეგ მაკგრეგორს ოქტაგონზე არ მოუგია. მძიმე ტრავმის ფონზე, ბევრი ექსპერტი მას კარიერის დასრულებას ურჩევს.