მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპი, რომელიც სიურპრიზებით, დრამატული გოლებითა და მოულოდნელი შედეგებით გამოირჩეოდა, კიდევ 3 საინტერესო მატჩით დასრულდება.
დღის პირველი შეხვედრა დალასში გაიმართება, სადაც ავსტრალია ეგვიპტეს დაუპირისპირდება. ორივე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად ცდილობს პლეი-ოფის მატჩის მოგებას.
შემდეგ მაიამიში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას, კაბო ვერდეს შეხვდება.
ლიონელ მესი შეეცდება, მაიამიში მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მე-8 მატჩში გაიტანოს გოლი და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
აფრიკულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან 0:0 ითამაშა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა ბუბისტამ განაცხადა:
ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია.
დღის ბოლო მატჩი კანზას-სიტიში გაიმართება, სადაც კოლუმბია განას დაუპირისპირდება.
სამხრეთამერიკელებმა ტურნირი შთამბეჭდავად დაიწყეს, K ჯგუფში პორტუგალიას გაუსწრეს და პირველი ადგილი დაიკავეს 7 ქულით.
თუმცა მათ რთული გამოცდა ელით განას წინააღმდეგ, რომელიც კარლუშ კეირუშის ხელმძღვანელობით ორგანიზებული დაცვითა და კონტრშეტევებზე ანტუან სემენიოს სისწრაფითა და ფიზიკური ძალით გამოირჩევა.
სავარაუდო შემადგენლობები
ავსტრალია - ეგვიპტე (3 ივლისი, 23:00)
ავსტრალია - ბიჩი; გერია, ბურგესი, ჩირკატი, საუტარი, ბოსი; ლეკი, ოკონ-ენგსტლერი, ო’ნილი, ველუპილაი; ტურე.
ეგვიპტე - შობეირი; ჰანი, იასერ იბრაჰიმი, რაბია, ქარიმ ჰაფეზი; მარავან ატია, მაჰმუდ საბერი; მოჰამედ სალაჰი, ემამ აშური, მაჰმუდ ტრეზეგე; ომარ მარმუში.
არგენტინა - კაბო ვერდე (4 ივლისი, 02:00)
არგენტინა - ემილიანო მარტინესი; მოლინა, რომერო, ლისანდრო მარტინესი, მედინა; დე პაული, მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი, ალმადა; მესი, ლაუტარო მარტინესი.
კაბო ვერდე - ვოზინია; პინა, ლოპესი, ბორჟესი, პაულუ; პინა; მენდეში, დუარტე, მონტეირო, სემედუ; ლივრამენტო.
კოლუმბია - განა (4 ივლისი, 05:30)
კოლუმბია - ვარგასი; ლუკუმი, ს. არიასი, პუერტა, მაჩადო, სანჩესი; ხამეს როდრიგესი, ხ. არიასი, ლერმა; დიასი, კორდობა.
განა - ასარე; აჯეტეი, მენსაჰი, ლუკასენი, სენაია; ოვუსუ, სემენიო, პარტეი, სიბო; აიეუ, სულემანა.