2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის, სადაც გუნდურ წარმატებასთან ერთად, ფეხბურთელები ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის - ოქროს ბურთისთვის იბრძვიან.
გამოცემა GOAL-მა პლეი-ოფის მიმდინარეობისას მთავარი ფავორიტების რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:
10. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი): მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებს ხორვატიასთან და პანამასთან უმნიშვნელოვანესი გოლებით ჯგუფში პირველი ადგილი გაუნაღდა.
9. ხულიან კინონესი (მექსიკა): მექსიკის ნაკრების მთავარი ძალა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასა და ჩეხეთს გაუტანა, ხოლო 1/16 ფინალში ეკვადორთან გოლითა და ასისტით გაბრწყინდა.
8. ისმაელ საიბარი (მაროკო): მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ბრწყინვალე მუნდიალი ჩაატარა, გაუტანა ბრაზილიას, შოტლანდიას, ჰაიტის, ხოლო ნიდერლანდებთან მატჩისშემდგომ პენალტებში გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა.
7. ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია): ნეიმარისა და რაფინიას პრობლემების ფონზე, ვინისიუსმა ლიდერობა იკისრა და ჯგუფის სამივე მატჩში (მაროკოსთან, ჰაიტისთან და შოტლანდიასთან) საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
6. ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია): მანჩესტერ სიტის ფორვარდმა ერაყსა და სენეგალს გაუტანა, ხოლო კოტ-დ’ივუართან მატჩში გამარჯვების გოლით ნორვეგია მერვედფინალში გაიყვანა.
5. უსმან დემბელე (საფრანგეთი): ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა ერაყთან გოლის შემდეგ, ნორვეგიასთან პირველსავე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
4. ჰარი კეინი (ინგლისი): ხორვატიასთან დუბლისა და პანამასთან გოლის შემდეგ, კეინმა 1/16 ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩის მიწურულს დუბლი შეასრულა და ინგლისი გამოვარდნას გადაარჩინა.
3. მაიკლ ოლისე (საფრანგეთი): მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი მუნდიალზე საგოლე გადაცემების მანქანად იქცა - მის ანგარიშზე უკვე 5 ასისტია.
2. კილიან მბაპე (საფრანგეთი): 27 წლის ფრანგმა ლიდერმა ჯგუფურ ეტაპზე სენეგალს, ერაყსა და ნორვეგიას გაუტანა, ხოლო 1/16 ფინალში შვედეთთან დუბლით საფრანგეთი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
1. ლიონელ მესი (არგენტინა): თითქმის 39 წლის ვარსკვლავმა მუნდიალი ალჟირთან ჰეთ-თრიკით დაიწყო, ავსტრიასთან დუბლი შეასრულა, ხოლო იორდანიასთან ჯარიმით გაიტანა. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 7 მუნდიალის მატჩში გაიტანა.