სენეგალის ეროვნული ნაკრების გარშემო არსებულ ქაოსზე საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, პაპ გუიეს მიერ ნაკრების პროტესტის ნიშნად დატოვების მიღმა, ფედერაციაში სრული განუკითხაობა მალავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი მუნდიალზე ყველაფრით იყო დაკავებული, ფეხბურთის გარდა. საუბარია გალა-საღამოებზე, კოლექციურ ალკოჰოლურ სასმელებზე, ძვირადღირებულ საჩუქრებზე, გიჟურ ხარჯებსა და „ქალების კომპანიაში“ დროის გატარებაზე.
ვითარების აბსურდულობაზე ისიც მეტყველებს, რომ მთავარმა მწვრთნელმა, პაპ ტიავმა კონტრაქტს ხელი ნორვეგიასთან მატჩის დაწყებამდე სულ რაღაც 5 საათით ადრე მოაწერა და თავიდან იმაზეც კი ფიქრობდა, საერთოდ დამჯდარიყო თუ არა გუნდის სათადარიგო სკამზე.
გარდა ამისა, „ჩინოვნიკებმა" დელეგაციაში საკუთარი მეგობრები და კონტენტ-კრეატორები (ბლოგერები) მიიწვიეს, რასაც ფეხბურთელები შოკირებულები უყურებდნენ. სასტუმროს პერსონალი სენეგალის დელეგაციის წევრების ქცევის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა.
სრული უყურადღებობის გამო, ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი იძულებული გახდა, საკვებად ფასთფუდი გამოეძახა, ნაწილი კი სასტუმროს ტერიტორიას ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე ტოვებდა.