• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მუნდიალის 40 წლის გმირი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მუნდიალის 40 წლის გმირი

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა.


ტურნირის დებიუტანტმა კაბო-ვერდემ ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს ქულა წაართვა (0:0). მატჩის მთავარი გმირი აფრიკელთა 40 წლის ვეტერანი მეკარე, ვოზინია გახდა, რომელმაც ატლანტაში გამართულ შეხვედრაში 7 საოცარი სეივი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


ცრემლები ისტორიული მატჩის შემდეგ და სავიზო პრობლემები


მიუხედავად უდიდესი საფეხბურთო მიღწევისა, ვოზინიასთვის ეს საღამო ემოციურად მძიმე აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ მეკარემ ჟურნალისტებთან საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და აღიარა, რომ მისი ოჯახის წევრებმა ამ ისტორიული მომენტის ტრიბუნებიდან ნახვა ვერ შეძლეს.

მატჩის შემდეგ ავტირდი. ბავშვობაში ბებია და ბაბუა მზრდიდნენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ და აქ ვერ მნახეს. ვერც დედაჩემი ჩამოვიდა შტატებში სავიზო პრობლემებისა და ფინანსების გამო, საბუთების დროულად მოგვარება უბრალოდ ვერ მოვასწარით. ეს თამაში კაბო-ვერდეს თითოეულ მცხოვრებს ეკუთვნის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რთული გზა გამოვიარეთ და დღეს ოცნება ავისრულეთ


რეკორდსმენი მეკარე, რომელიც პროფესიონალი 25 წლის ასაკში გახდა


ვოზინიამ ამ მატჩით მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდიც დაამყარა - 40 წლისა და 12 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვისი დებიუტიც ნაკრების ისტორიაში პირველ მუნდიალზე შედგა. ტურნირის ისტორიაში მასზე უფროსი მხოლოდ ეგვიპტელი ესამ ელ-ჰადარი იყო, რომელმაც 2018 წელს 45 წლის ასაკში ითამაშა.

ვეტერანმა გოლკიპერმა საკუთარ უცნაურ კარიერაზეც ისაუბრა, რომელიც მოლდოვაში, სლოვაკეთსა და კვიპროსში გაატარა, ახლა კი პორტუგალიის მეორე ლიგის შავეშში თამაშობს:


25 წლამდე პროფესიონალურ დონეზე საერთოდ არ ვთამაშობდი. დღეს კი 18 წლის ვოზინიას ვეტყოდი, რომ საკუთარი თავით იამაყოს. ბავშვობაში ასეთ რამეზე ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი - ამ ყველაფრისთვის ბრძოლა ღირდა


ესპანეთთან მოპოვებული ქულის შემდეგ, კაბო-ვერდეს ჯგუფში ურუგვაისა და საუდის არაბეთთან მატჩები ელის და პლეი-ოფში გასვლის რეალური შანსი აქვს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ესპანეთის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნეიმარის გარეშე პლეი-ოფამდე?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარის გარეშე პლეი-ოფამდე?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოდრიჩმა მუნდიალზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოდრიჩმა მუნდიალზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელგიის ნაკრების მძიმე სტარტი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელგიის ნაკრების მძიმე სტარტი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდომ კარლო ანჩელოტის ტაქტიკა დაუწუნ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდომ კარლო ანჩელოტის ტაქტიკა დაუწუნ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

9 სთ წინ

ნეიმარის გარეშე პლეი-ოფამდე?

News image

9 სთ წინ

მოდრიჩმა მუნდიალზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა

News image

7 სთ წინ

ბელგიის ნაკრების მძიმე სტარტი

News image

7 სთ წინ

რონალდომ კარლო ანჩელოტის ტაქტიკა დაუწუნ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება