გულშემატკივართა უდიდეს ნაწილს, მსოფლიოს თასის უდიდესი გამარჯვების გაგონებაზე, შესაძლოა თავში პირველი თავში გერმანიის მიერ განადგურებული ბრაზილიის ნაკრები მოუვიდეს, თუმცა მუნდიალების ისტორიას უფრო დიდი ანგარიშით მოგებული მატჩებიც ახსოვს. დღევანდელ ბლოგში ექვს ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ.
შვედეთი 8:0 კუბა
1938 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში შვედეთი კუბას დაუპირისპირდა და 8:0 გაანადგურა - ანტიბესში გამართულ მატჩში გუსტავ ვატერსტრომმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო აბრაჰამსონმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო.

ურუგვაი 8:0 ბოლივია
1950 წლის მსოფლიო თასის მეოთხე ჯგუფში ურუგვაი და ბოლივია მოხვდნენ. მსოფლიო ჩემპიონებმა თანაკონტინენელები 8:0 გაანადგურა. გამორჩეული იყო ოსკარ მინგეზი - მონტევიდეოელმა ფორვარდმა ბოლივიელთა კარი სამჯერ აიღო.

უნგრეთი 9:0 სამხრეთ კორეა
უნგრეთის ნაკრები დღემდე ფლობს ერთ მუნდიალზე გატანილი ყველაზე მეტი გოლის რეკორდს - გუსტავ სებესის სუპერ გუნდმა 1954 წლის მუნდიალზე 27 გოლი გაიტანა. მეორე ჯგუფში უნგრეთმა სამხრეთ კორეა 9:0 გაანადგურა - პუშკაშმა ორჯერ გაიტანა, ხოლო კოსიჩმა სამჯერ.

იუგოსლავია 9:0 ზაირი
წარმატებული არ აღმოჩნდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაშინდელი ზაირის დებიუტი მსოფლიო თასზე. 1974 წლის მუნდიალზე ზაირი სამივე მატჩში დამარცხდა - განსაკუთრებით მძიმე იყო მეორე ტურში იუგოსლავიის ნაკრებთან 9:0 განადგურება. ევროპელთაგან შვიდმა ფეხბურთელმა გაიტანა - მათ შორის სამჯერ თავი დუშან ბაჭევიჩმა გამოიჩინა.

უნგრეთი 10:1 ელ სალვადორი
უნგრეთის ნაკრების მსოფლიო თასის ბევრი რეკორდის დამყარებაში მიუღია მონაწილეობა - მათ სახელზეა ერთ მატჩში ყველაზე მეტი გატანილი გოლის რეკორდიც. 1982 წლის მუნდიალის მესამე ჯგუფში უნგრელებმა ელ სალვადორი 10:1 გაანადგურეს, რეკორდული მოგების მიუხედავად ევროპელებმა ჯგუფიდან გასვლა მაინც ვერ შეძლეს. ისტორიულ მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულება 55-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სალსო კისმა შეძლო.

გერმანია 8:0 საუდის არაბეთი
წარმოუდგენელი იქნებოდა მუნდიალის სარეკორდო გამარჯვებების სტატიას გერმანიის გარეშე ჩაეარა - 2002 წლის მსოფლიო თასზე ბუნდესნაკრებმა საუდის არაბეთი ჯგუფში 8:0 გაანადგურა. გერმნელთაგან გამორჩეული იყო მიროსლავ კლოზე - შემდეგ უკვე მუნდიალების ყველა დროის ბომბარდირმა (სანამ მესი და მბაპე გაუსწრებდნენ) არაბებს სამი გოლი გაუტანა - სამივე თავით.
