Geo Team-ის ინფორმაციით, ლევან შენგელია კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს.
30 წლის ნახევარმცველი აჭარულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს აგვისტოს პირველ კვირაში, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს.
შენგელია საქართველოში 7-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, სადაც ბოლოს დინამო თბილისში ასპარეზობდა.
2019 წელს ლევანმა კარიერა თურქულ ქონიასფორში გააგრძელა, შემდეგ იყო ბელგიური ლეუვენი, ბოლო 4 წელი კი ქართველი შემტევი ბერძნულ კლუბებში, პანეტოლიკოსსა და ოფიში ასპარეზობდა.
შენგელიას 2019 წლიდან საქართველოს ნაკრებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული და ევრო 2024-ზეც გუნდის ნაწილი იყო.