Geo Team-ის ინფორმაციით, ქუთაისის ტორპედო დირკ შუსტერს ნდობას უცხადებს და ევროტურნირებზე წარუმატებლობის შემდეგ გერმანელი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან არ წავა.
წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა სეზონის დასრულებას დაელოდება და დირკ შუსტერის მუშაობას წლის ბოლოს მიღებული შედეგების შემდეგ შეაფასებს.
ტორპედო კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ ზირასთან ორი მატჩის ჯამში 6-0 დამარცხდა.
მძიმე მარცხმა ქუთაისელთა გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დირკ შუსტერის გათავისუფლების მოთხოვნა მოჰყვა.
,,ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას" - ,,ჯუნგლების" განცხადება და ულტიმატუმი
"მსგავს პირებს სტადიონზე დასწრების უფლება შეეზღუდებათ" - ტორპედოს განცხადება